Sunday, December 26, 2010

ყურადღება!!!

გადავედით ახალ მისამართზე:

http://akunkula.wordpress.com/

Tuesday, November 23, 2010

მშვიდობით!... შეხვედრამდე.


შენ ისევ დააგვიანე.
მე არ ვაპირებ, უსასრულიოდ ველოდო.
აი ახლა, ამ წუთას მე შენ წარსულში გტოვებ!
დაიმსახურე!
სულელი ხარ, ძალიან სულელი...
ალბათ, უნდა მეთქვა ეს შენთვის, მაგრამ მე ბევრი სხვა რამეც გითხარი...
კიდევ ბევრს ვიტყვი, მაგრამ იმას აღარასდროს, რაც აქამდე უნდა გვეთქვა და არ ვთქვით.
ჰოოოდა, მშვიდობით.
მე ყველაფერს შევცვლი ჩემში.
შევცვლი შენ გამო... ან, მარტო შენ გამო არა...
მე დავუკრავ ჩემ პარტიას, მაგრამ შენს გარეშე და ეს ჩემი ბრალი არ იქნება, რადგანაც მე ყოველთვის ვთამაშობ....
შენც გეთამაშები, შენ კი არ გინდა, ეს თამაში შეწყდეს...
მე თვითონ გავჩერდები, მე ჩემი ხელით დავამთავრებ ამ მარაზმს, ნუ ღელავ....

მაგრამ შენ ჩემზე უკეთესს არ იმსახურებ.
ვერ იპოვნი, დამიჯერე.....
...................
მშვიდობით!... შეხვედრამდე.

Friday, November 5, 2010

გაიწიეთ!


ძალიან გინდოდათ ხომ გაყინული და გაციებული თამარას დანახვა?
გინდოდათ ხომ? ჰოოდა მიიღებთ ბატონო!
არ გინდოდათ რძე და ყველი?
ჭამეთ ახლა მაწონი!
იდიოტეს! მალდიტოს!
!
მე ხანდახან კეთილიც ვარ,მაგრამ ავიწყდებათ, რომ უფრო ხშირად სიბოროტის რეჟიმზე ვარ ჩართული!!!!!
ხოოოდა დამიდგა სიბოროტის, დაგლეჯვის, დაღეჭვის და დაგაფურთხების საათები!
მოვდივარ და გამეცალეთ!
გამოგიჭედავთ შავ კუბოს და ჩაგდებთ ყველას შიგნით!
კარგად გალაქულ, გაშილიფებულ, იტალიურ შავ კუბოში!
იტალიური კუბოს ღირსებიც არა ხართ, მარა ამ ხარჯს გავწევ!
აბა ერთი რომელიმემ შიგნით ჩაწოლა არ მოინდომოთ!
დაგანაწევრებთ და ისე ჩაგყრით!
უვარგისებო!
წადით, მომწყდით თავიდან!

პ.ს. Дорогой, ты занят вечером?

Tuesday, November 2, 2010

♪♫ ♪♫ ♪♫ ♪♫




















შენ ჩემი ტყვე ხარ...

იმიტომ, რომ მე მინდა ასე!
შენ ჩემით სუნთქავ იმიტომ,
რომ მე ვარ ჰაერი...
იქნებ, ასეა...
ანდა, სულაც , არ არის ასე...
არავინ იცის,
სულ არავინ ჩემ და შენ გარდა...
სამწუხაროა, საუბარი არ გვსურს ამაზე...
საოცარია, რომ დუმილი არ გვკლავს აქამდე...
(მაგრამ სიჩუმე ჩვენი ძველი მეგობარია
და მის გარეშე ხმაურსაც ხომ არა აქვს აზრი)...
.......
თუმცა, დუმილი შემშლის ერთხელ,
ესეც იცოდე...
ერთხელ დიალოგს გადავაქცევ მე მონოლოგად...
და ეს ჰაერიც, შენ რომ ”სვამდი” ასე მოთმენით,
გამოგელევა და დაგტოვებს ხარბს სამსჯავროზე...

....
მე ვარ ჰაერი, ვარ სამსჯავროც, განსაწმენდელიც...
შენ ჩემი ტყვე ხარ!...
თუმცა, არ ვარ ბატონი შენი...

Saturday, October 30, 2010

finita la comedia

ну и настала время перемен!
знаете, я всегда думала, что подобное никогда со мной не случится, ....
оказалось, что весь мой мир был сделан не из камня, как я и другие думали....
Я своими глазами вижу, как разрушается стеклянние стена прямо над моей головой ....

Thursday, October 28, 2010

...с любовью...


Всё...

Я устала от всего, от всех…

… От тебя…

я правда устала....

не стану что-то просить, попросить или умолять...

ты же правда не обещал ничего.

Придёт день и я вычеркну тебя с моей жизни.

................................

Мне не будет жаль,

Мне ,наверное будет больно… чуточку…

Видимо, там для тебя и не было место,

или, просто ты сам не захотел там поселится;

Ну, что поделаешь....

Река жизни всё же будет отдалять нас…

Судьба, она не любит таких как мы:

таких ничтожных существ...

Прощай дорогой мои...с любовью отпускаю тебя...

С любовью, как и обещал давным давно…. по тому, что мне не нужен такой ты, в котором нет часть самого меня…

Sunday, October 24, 2010

ცოტათი გაფანტული პოსტი


ვიფიქრე, ვიფიქრე და ისევ ჩემს ანტიდეპრესანტს, ჩემს ბლოგს მოვადექი....
ვინც მიცნობთ, იცით, რომ მე უფრო მსმენელი ვარ, ვიდრე მთხრობელი...
არა, იმიტომ არა, თითქოს ცოტას ვლაპარაკობდე. უბრალოდ, არასდროს ვლაპარაკობ ძალიან პირადს, არავისთან... თუმცა, ეს თქვენი ბრალი როდია, ჩემო მეგობრებო.
არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ჩემია, რასაც არ ვიტყვი...
ჰოდა, აი, შედეგად დეპრესიაც...
დეპრესია გამიჯდა ძარღვებში, სულში, ხორცამდეც მოაღწია.
და რა ხდება?
ის ხდება, რომ საყვარელ ხალხს გულს ვტკენ უმიზეზოდ, ან მიზეზიანად, მაგრამ ხომ ვტკენ....
არადა, მე ასეთი არ ვარ...
მე ხომ თქვენი სიხარული ყველაფერს მირჩევნია....
..................
............
ჰოდა, ასე....
ყველაფერი ერთად....
რაღაც მამძიმებს, რაღაც მაკლია....
დღეს ამით დავიძინებ და იქნებ ხვალ სხვა აზრით გავიღვიძო.....

Monday, October 4, 2010

შენ მაინც არ იქნები უცხო.. შენ ძალიან, ძალიან ნაცნობი იქნები...

დღეს სიყვარულის ხასიათზე ვარ.
არა, სხვანაირად არ გამიგოთ...
უბრალოდ, არის დღეები, როცა ამაზე გამძაფრებულად ვფიქრობ, ვსაუბრობ...
ამაში მართლა არაფერია გასაოცარი, ხომ იცით, როგორი პეპლები დაფრინავენ 18 წლის ადამიანის თავში :)


”შენ უცილოდ მუქი თვალები გექნება... მე რომ მიყვარს, ზუსტად ისეთი...
ყოველთვის გეცოდინება, რომ რასაც მეტყვი, ის არასდროს დაიკარგება... კარგიც და ცუდიც...
შენ ისეთს შემიყვარებ, როგორიც ვარ.
ალბათ, იმასაც მიხვდები, რომ ეს არ იქნება ადვილი .
მე ხომ ყველაზე ზარმაცი, ყველაზე თავისუფალი და, ხანდახან, ყველაზე უგრძნობი ვარ.
მაგრამ მე შენ ყველაფერს მოგცემ... ყველაფერს, რასაც დაიმსახურებ, ან, არ დაიმსახურებ...

შენ გეყვარები... გეყვარები შენებურად, რადგანაც მეც ჩემებურად მეყვარები ყოველთვის... და შენ თუ გადამიყვარებ, არც მე დავიცდი არც ერთ წუთს...
თუმცა არა იმიტომ, რომ რაღაც მარადიულის არ მწამს. არა. უბრალოდ, რაღაც ცალმხრივი არ არსებობს ჩემთვის: ან გვიყვარს, ან არა...

შენ ყოველ დღე ახლიდან გამიცნობ, ყოველ დღე სხვანაირი გავიღვიძებ შენთვის.
ბევრს არასდროს მოგთხოვ...ზედმეტი არაფერი მჭირდება.
მე ჩემს სულს გაგიყოფ და, სანაცვლოდ, შენსაში ჩავსახლდები...
სადაც შენი სამყარო დამთავრდება, სწორედ იქ დაიყება ჩემი...
მაგრამ შენ ბოლომდე ვერასდროს გამიცნობ.
ალბათ, ვერც მე გავიგებ ბოლომდე შენს სულს...
არაფერია, ყველაფერი ხომ გამოცანაა ამ სამყაროში...
ჩვენც ერთმანეთის გამოცანები ვიქნებით...
სრულიად უცხონი და, თანაც ყველაზე ახლობლები...
თუმცა...

შენ მაინც არ იქნები უცხო.. შენ ძალიან, ძალიან ნაცნობი იქნები...

Sunday, September 19, 2010

კაცმა არ იცის, როგორი მოვლენის წინ


გარდა იმისა, რომ კარგა ხანია, რაც დავბრუნდი, ბევრი ახალი მოხდა ჩემს მიმდინარე აწმყოსა და ახლო წარსულში, ასევე ჩემშიც.
ჩავაბარე სამედიცინოზე, მოვხვდი 50%-იანში, რისთვისაც თავს უნდა ვიხრჩობდე, მაგრამ რას იზამ :)
ხვალ პირველი დღე მაქვს უნიში. რაღაც ჩემს თავს ნერვიულობას ვერ ვატყობ და რა ხდება ნეტა....
რაც მთავარია, თეთრი ხალათი მომიხდა :)
რიტ დამთავრდება ჩემი ექიმობანა, უახლოეს 10 წელიწადში გვეცოდინება :)

ჰოო, ეს მთავარი სიახლეა ჩემი შინაგანი სამყაროს გარეთ :)
შიგნითაც უკეთესობაა...
რაღც დავმშვიდდი, დავლაგდი, დავწყნარდი... შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვარ :)
ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ვისაც ამ ახალ ცხოვრებაში უნდა მოხვედრა, სასწრაფოდ ჩაეწეროს სიაში და გაიაროს რეგისტრაცია ჩემი გული9ს მიხვეულ-მოხვეულ კუნჭულებში და მთავარ დეპარტამენტებში :)
ადგილებზე შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ გარკვეულ პიროვნებებზე :)
იჩქარეთ:)
აბა წავედი :)

Thursday, August 19, 2010

მრავლისმეტყველად უსათაურო

მივდივარ.

დიახ, მივდივარ, თუმცა არც ისე შორს, ჩემს მტრებს რომ უნდათ :)

გიტოვებთ ჩემს გულს თითქმის მთლიანად, ცოტა თან მიმაქვს (სადაც მივდივარ, იქაც მელოდებიან :) ). აბა თქვენ იცით, კარგად გაინაწილეთ...

მიყვარხართ, წასვლა დიდად არ მინდა, მაგრამ ეს დრო მჭირდება, რაღაც მაქვს გადასაწყვეტი... ჰოდა, ამ რაღაცას თუ გადავწყვეტ, მერე ნახეთ თქვენ...

ვტოვებ წერილს. ვუტოვებ ყველას და არავის. მხოლოდ ერთს და მთელ ქვეყნიერებას. მთავარია, ამ ქვეყნიერებიდან საჭირო ადამიანი მიხვდეს ყველაფერს.

აბა ჰე....

”სულელი ვარ, ძალიან სულელი...ჩემი ბრალია ყველაფერი...

დღეს წარსულის დღე მაქვს და იმაზეც კი ვიფიქრე, შენც ამ წარსულში ხომ არ ჩაგტოვო მეთქი...

შეიძლება, ასეც მოხდეს, ხომ მიცნობ... ხშირად მე თვითონ არ ვიცი, რას ვიზამ, რას გავაკეთებ... აი ახლა წარსული მიდგას თვალწინ,გულში, სულში და იცი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ტკივილი დავტოვე (შენ არ იცი, იმდენი..), მომნატრებია... ამ ძველმა მოგონებების ნაგლეჯებმა გამათბეს, გამაღიმეს, სიცარიელე შემივსეს... ჰოდა დაგტოვებ შენც იქ და მერე სადღა წამიხვალ...

ერთხელაც მომბეზრდება უპასუხო წერილების წერა და ასეც იქნება,დამერწმუნე...

მანამდე კი... მანამდე ყველაფერი თავის ადგილას დარჩება...

მერე მე ისევ ზღაპარს მოვყვები, მაგრამ ამჯერად ნამდვილს და მისი ბოლოც შენს ხელში იქნება; დაუმთავრებელ მოთხრობას შეგაჩეჩებ ხელში...

და შენც მოგიწევს მისი დამთავრება...

მანამდე კი შეხვედრამდე... :) ”

Wednesday, August 4, 2010

...ახალი წერილებიდან



დღეს ძალიან მომინდა, რაღაც დამეწერა.. უფრო სწორად, რაღაც მომეწერა შენთვის...კაცი ვერ იტყვის, რომ მაინც და მაინც ლამაზი ღიმილი გაქვს, მაგრამ სახე ისე გითბება, როცა იღიმი...
ალბათ, ასე გაიღიმებ, ამას რომ წაიკითხავ, ან, სულაც არ მიაქცევ ყურადღებას. არ ვიცი... რა მნიშვნელობა აქვს...
რაღაც უნდა მეთქვა შენთვის...
იცი, მომენატრე...

ალბათ ეს მონატრებაა,მაგრამ ამას შენი ნახვა ვერ უშველის... ხანდახან მგონია, რომ არ მისმენ, სადღაც შორს ხარ, ახლოს არ მიშვებ. ხანდახან გამოანათებ, ხან ისევ ჩაიკეტები.
...
ნუ აკეთებ ამას...
იცი, ხანდახან ყველას გვავიწყდება, რომ მუდმივად ვიზრდებით. ყოველი განვლილი დღე, წამი და წუთი უკვე წარსულია, დრო, რომელშიც ახლა შენ, მე და სხვა ყველა დანარჩენია, უკვე აღარ არის ჩვენი...
მხოლოდ ბავშვობაში გვეკუთვნის ჩვენი თავი, მერე სხვისთვის ვცხოვრობთ...
დრო ცოტაა, დრო თაფლის სანთელივით ხელში გვადნება...
შენ იცი, ახლა რომ გწერ, გულში რაღაც რომ თბება?
შენ იცი, როგორ მწყინს, როცა შენი წყრომის უნებლიე მიზეზი ვხდები?
შენ იცი, როგორ მიყვარს შენთან ერთად სიზმარში ბოდიალი?
შენ რომ იცოდე...
რომ იცოდე...
არა, არ იცი, არაფერიც არ იცი!..
..........................................................
თუმცა, შენსას რას გაიგებს კაცი...
.......................................................
ასე მგონია, რომ ხანდახან ზედმეტი ვარ შენს სამყაროში, ხანაც ისე კარგად ვერგები იქაურობას...
ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ რარაც ჩაუდენელი დანაშაულისთვის მსჯი...
საოცარია ...
საფიქრალი კი ისაა, რამდენად გამიჭირდება უშენობა, ან შენთან ერთად ყოფნა...
ან რამდენად შევძლებ ამ წერილზე მარკის დაკვრას და შენთან გამოგზავნას...
თუმცა, ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტ-ცოტა არ ივარგებს...
ჰოდა, აი წერილიც შენს ცხვირწინაა. სულ ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე...
არ მესმის, ხალხს რატომ არ შეუძლია, ჩემს ნაწერში სიმართლისა და სიცრუის გარჩევა, ეს ხომ ისეთი მარტივია.... მთავარია, მიხვდე, რომ ყველა წერილს, ყოველ სიტყვას თავისი ადრესატი ყავს... მიდი, ცოტა იშრომე და შენი თავიც მოძებნე ამ ბგერების კორიანტელში, ცოტა დრო მეც დამითმე...
აი, სწორედ ასეა...ხშირად სწორედ იმას ვერ ვხედავთ, რაც უნდა დაგვენახა. ასე არ არის?
თუმცა, რას კარგავ, ითამაშე, შენ ხომ გიყვარს ფილოსოფია...

Sunday, July 25, 2010

არის დღეები.....

იყო დღეები...
აი, მაგალითად, როგორც დღევანდელი...
ფარატინა ფურცელივით ცარიელები...
დღეები, როცა არაფრისგან ელი არარას...
როცა იცი, ეს დღე მაინც დაიკარგება....

იყო დღეები... როგორ გითხრათ... სულ არაფრით გამორჩეული, მაგრამ მაინც ლამაზი დღეები...
აი, ისეთი, ღიმილს რომ გგვრის დილის სინათლე...

იყო დღეები... ო, არ მკითხოთ, გახსენებაც კი რომ არ მინდა...
დღეები, რომელიც დღემდე მტკივა, დღემე მაწამებს...
დრო, რომელშიც არასდროს ვისურვებდი დაბრუნებას...

იყო კიდევ დღეები, აი, როგორც დღეს, უეცრად რომ შემობრუნდება კარგისკენ და გაგახალისებს...
რაღაც ბედნიერს რომ მოგიტანს ძილის წინ ნაამბობი ზღაპარივით...

დღეები იყო, მეგობრებით რომ ვცხოვრობდი....
...
........

კიდევ, არის დრო, როცა გგონია, რომ შენია სამყარო, მხოლოდ შენი...
ან კიდევ დღეები, წამები, როცა გგონია, რომ ბუნებაში გაიფანტები....

არის დღეები, რომლებიც შენს თავს მახსენებენ და ეს დღეები ყველაზე საყვარელია ჩემთვის...
ყველაზე, ყველაზე ლურჯი და თბილი...

კიდევ ზაფხულის ცხელი საღამოები და ჩვენ, ყველანი ერთად, სულ ყველანი...

კიდევ ცოტა სიცარიელეა, ცოტა იმედგაცრუება, ცოტა გულისტკენა...
სულ ცოტა...
და აი ასე მიდის დღეები ახლა...
........................
იცით, კიდევ იქნება დღეები....
დიახ, იქნება....
დღეები, სადაც ერთად ვიქნებით....
დღეები, სადაც ერთად ვისხდებით და დავაკვირდებით უკვე ათასჯერ ნანახ მზის ამოსვლას....
ისე, თითქოს პირველი იყოს....
ისევ ვიჩხუბებთ, როგორც ყოველთვის, ისევ ვიცინებთ...
ზამთარში ჩაის დავლევთ სხვებთან ერთად და ისევ ბევრს ვიკამათებთ, უსასრულოდ ბევრს...

ჩვენ ერთად ვიქნებით სამნი, ოთხნი....
ან, სულაც ერთნი, როგორც ყველთვის....
ავად მყოფს, ისევ გავუთევთ ღამეს ერთმანეთს...
გრძელ ღამეებში შორეულ ადგილებზე მოვყვებით ჩუმად...
ისევ წარსულში ჩაეფლობა გუშინდელი დღე....
ისევ დაგვახრჩობს წარსულის ლანდი....
ჩვენც ერთად დავბერდებით.... ერთად დავითვლით ერთმანეთის სახეზე ნაოჭს...
თვალებში სევდას, სულში შემოდგომას შევხვდებით ერთად...

ჩვენ ერთად მივალთ უსასრულოდ გრძელი გზის თავში...
არა... მე უფრო ადრე მივალ, ასე მგონია...
(ჩემამდე მე შენ არ გაგიშვებ )
და დაგიტოვებ წარსულის ლანდებს, ღამის აჩრდილებს, ჩვენს მოგონებებს, მაშინდელსაც კი, როცა ჩვენ ”ჩვენ” არ გვერქვა....
და აი ასე დასრულდება ეს ამბავი გვირილების წვიმით, შუშის ოცნებით...
სწორედ ასე და არა სხვაგვარად....

( მაგრამ....

მაგრამ იქნებ სწორედ იქ აგცდე, სადაც უნდა შევხვედროდით?
იქნებ ჩემმა ცხოვრებამ შენს გარეშე გაიაროს?
ხომ შეიძლება...
ჩვენ სხვას გავუთევთ ღამეს ... სხვის სახეზე დავითვლით ნაოჭს.. ან, არც დავთვლით...
ვინ იცის...
თუმცა რას იზამ, ასეთია ჩვენი ცხოვრება, ხან სწორი, ხანაც აშლილი...)
დღეები კი ყოველთვის იქნება..
ჩემი...
შენი...
და, იქნებ, ჩვენიც...






...................

Thursday, July 22, 2010

REQUIEM


აჰა, ეს დროც დადგა. ახლა მე უსტატუსო ვარ.
აღარც მოსწავლე, აღარც აბიტურიენტი და ჯერ არც სტუდენტი :)

უხეშად რომ ვთქვათ, ჰაერს ვარ გამოკერებული და კაცმა არ იცის, ამოვარდნილი ქარი საით წამიღებს.
დროც გამომიჩნდა, ბლოგს რომ მივხედო. თუმცა, მკითხველების ზღვა არ მყავს ნამდვილად, უფრო ხშირად მე თვითონ ვათვალიერებ ჩემს ბლოგს და მსიამოვნებს ხოლმე, ჩემს ეგოს ვახარებ :)

ახლა, როგორც არასდროს, ახლოა ცხოვრების გასაყარი და, ნეტავ იცოდეთ, როგორ უხდება ამ ყველაფერს მოცარტის რექვიემი.....

რა საოცარია, მუსიკა როგორ ცვლის ყველაფერს...


დამთავრდა ისტერიკის შეტევები, ნერვიულობა და დეპრესიაც, რომლის ხარჯზე ჩემი ფრჩხილები შეეჩვია წითელ ლაქს... დამთავრდა კონსპექტებზე ტკბილი ძილი და იმ თეორიის ყოველდღიური უარყოფა, რომ თუ წიგნზე დაიძინებ, რამე შეგივა თავში :)

აი, ესეც ასე....
მშვიდობით დეპრესიავ :)
ახლა ყოველი ჩვენგანის ცხოვრება გვირაბია, ძააალიან , ძაააალიან გრძელი გვირაბი, რომელსაც ბოლო არ აქვს, ან, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ბოლოს...
ანდა, რა ინტერესი ექნებოდა გვირაბს, რომ ვიცოდეთ, სად მიგვიყვანს იგი?
ყველა გზა სადღაც ხომ მიდის... და ამის ცოდნა სრულიად საკმარისია.....
Hello World, I'm Back!!!

Wednesday, July 7, 2010

ქარის მოტანილი წერილი უცნობს


უცნობი უცნობს... ან, ძალიან ნაცნობს....
რას დავწერდი, ქარისთვის რომ გამეტანებინა?
ალბათ, ისეთს არაფერს....
ან, რამეს ძალიან მნიშვნელოვანს...
დააახლოებთ, აი, ასეთს:

”...........იყო და არა იყო რა.... ვიყავით ჩვენ.... არა, ჯერ მე ვიყავი, მერე - შენ... აი, მერე უკვე ჩვენ.... ქარს რატომ ვატან წერილს??? შენ ქარი თუ მოგწვდება, მეტი ვერაფერი ....
რატომ გწერ?
ისე, უბრალოდ, ქარს მოკითხვას ვატან შენთან, აბა შენ სულ ღრუბლებში ხარ და ....
ისე, ოდესმე ფრენა თუ მოგბეზრდება, მოდი ჩემთან და მოგიყვები
, როგორია ქვიშა დედამიწაზე.... თუ მოხვალ...
ხომ მოხვალ?
მოხვალ?
...

აი მერე კი ქარს გავატანდი უდიიიდესი სიამოვნებით....
ქარმა კარგად იცის, სად მიიტანოს წერილი , ან, სად არ უნდა მიიტანოს...

Friday, July 2, 2010

ჩეემი 5 ყვეეელაზე, ყვეეელაზე ყველზე სიყვარული :)

ქილიფამ დამთაგა და აჰა :)
ჩემიიი 5 ყველაზე საყვარელი:
1. ჩეეემები :) ჩეეემი მეგობრები
(ნუ, ამ სურათზე ბევრია ხალხი და ამდენიც არა)

















2. ნაყინი

3. მუსიკა

4. დედიკო :*

5. freedom (უილიამ ვოლესის ტონით)

Friday, June 11, 2010

ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში




დღეს რატომღაც ეს თემა მომივიდა თავში...
სისულელეა 18 წლის ასაკში იმაზე ფიქრი, რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე უკეთესი...
ცხოვრება ხომ ჯერ კიდევ წინაა...
ათი წლის შემდეგ, ალბათ, ისევ დავწერ იგივეს და იმედია, იმაზე ბედნიერი დღეები მექნება გასახსენებელი, ვიდრე დღეს და ამ წუთს შემიძლია გავიხსენო...

ისე, ადამიანს უფრო ცუდი ახსოვს თუ კარგი?
მე რატომღაც ცუდი მეტი მახსოვს...

ყველაზე ძველი და ბედნიერი მოგონება ჩემთვის იავნანაა, რომელსაც დედა მიმღეროდა ღამით, როცა მეღვიძებოდა... ეს იავნანა ისე ტკბილად მახსოვს.... ისე მამშვიდებს ამის გახსენება... ოდესმე ჩემს შვილსაც ვუმღერებ, .. აუცილებლად!..

კიდევ ყველაზე მშვენიერი ჩემი ბაღის მასწავლებელი მაია იყო...
როგორ მიყვარდა....
აი, უზომოდო, რომ იტყვიან, ისე...

კიდევ ჩემი თოჯინა, ”პუპსიკა”, რომელიც დღემდე მყავს...

მერე ვიზრდებოდი.
ისევ ვიზრდებოდი...
კიდევ ვიზრდებოდი...

მერე სკოლაში შევედი. იქ მადონა მასწი მიყვარდა ძალაზე :)
ჩემი მე-12 გ...

მერე 2008/9 წელი იყო ყველაზე კარგი და თქვენ, ჩემი მეგობრები. ჩვენი პატარა ოთახი და თემები, როლებიც თვითმმართველობას არასდროს ელეოდა...

მერე ჩემი დაბადების დღე, 17 წლის რომ გავხდი...
გულახდილად ვიტყვი, ამაზე კარგი დღე ცხოვრებაში არ მქონია...

ექსკურსია ბოდბე-სიღნაღში...
ეს კი ნამდვილად საუკეთესო ექსკურსია იყო :)
ლექსები გახსოვთ? კესანეც გეხსომებათ, აკოც, ხატოც...

მერე?
მერე არ ვიცი...
მერე მერემ იცის...

რაღაც მეცოტავა...
ცოტაა თურმე მნიშვნელოვანი....
სცადეთ, ნახეთ, რა გაგახსენდებათ...
პ.ს. ვთაგავ პეპეს :) ქილიპას და ყველას, ვინც წაიკითხავს :)

Monday, June 7, 2010

ქუჩაში რომ შემთხვევით შემხვდეთ...

ტროტუარზე ჩემთან ერთად იშვიატად ეტევა ვინმე , ასე, რომ მარტო დავდივარ ძირითადად.
ქილიფასი არ იყოს, არც მე ვარ ანონიმური ბლოგერი,მიხილეთ, გამლანძღეთ, გამწირეთ...

ესე იგი...
თუ ქუჩაში ზომაზე მეტად დიდი მდედრი (”მანდილოზავრი”, როგორც ჩემმა ბიჭებმა შემარქვეს) მოდის უცნაური სიარულის მანერით , აუცილებლად შარვლით (კაბა ახლახანს მეცვა ბანკეტზე, წლებია არ მცმია ) და ღია ფერის თმით, 80 % _ით მე ვარ :)
100%-ისთვის ფოტო :

გვირილები მიყვარს ძალიან :)
მაქვს ღია ყავისფერი თვალები, მძიმე წონა და მუდმივმოქმედი გაჩეჩილი თმის ფუნქცია.
ამბობენ, რომ ლამაზი და უცხო თმის ფერი მაქვს, რა ვიცი...
ყურზე თითქმის ყოველთვის მიკეთია საყურე და თანაც ცალი (თუ ჩემი გაკეთებულია, განსაკუთრებით ).
რაღაც მავიწყდება...
ხო, ვიცინი ხოლმე ხმამაღლა.
ყველაზე ხშირად ქილიფას სახლის გზაზე მნახავთ ამჟამად (რუსულ ენაში ვანთლდები), ან მის სიახლოვეს, პარკში. მერე იმედია, სამედიცინოს ეზოშიც მომკრავთ თვალს.

სხვა რა დავწერო...
ახლა შინაგან ამბავს მოგიყვებით.
უიმედო იდეალისტი ვარ. ვერ ვიტან უსამართ
ლობას და თუ სადმე ასეთ ფაქტს წავაწყდი, ან ან მოვკლავ ვიღაცას, ან შემოვაკვდები. სხვანაირად მე არ შემიძლია.. თან მნიშვნელობა არ აქვს, ვისზეა საუბარი, მე მაინც მზად ვარ ხმლით ან მის გარეშე დავიცვა სამშობლო.
ხო, ხშირად ძალიან თავშეუკავებელი ვარ და ხმამაღლა ვილანძღები, თანაც არც თუ სასიამოვნო ფრაზებით...
კიდევ ვინმემ თუ მოგაწყევლათ, შენ არ გეღირსა ქალის და კაცის ალერსიო, მე ვარ :)
ამისდა მიხედვით, მწარე და გრძელი ენა მაქვს
არ გამიბრზდეთ :)
წვიმის დროს მარცხენა ფეხი მტკივა ხოლმე.
ძველი მოტეხილობაა სამზარეულოში მომხდარი ”უბედური შემთხვევის” გამო.
არ მეხერხება ჭურჭლის რეცხვა, მაგრამ კარგი მზარეული ვარ, მსიამოვნებს საჭმლის კეთება
კიდევ მიყვარს, ხალხისთვის ბედნიერება რომ მომაქვს. უზომოდ მიხარია მათი სახეების დანახვა...
მიყვარს კიდევ, ჩემს დაწერილზე ხალხს ცრემლი რომ ადგება, გვეხერხება მე და ჩემს ფანქარს ამდენი
მიყვარს კარგი მუსიკა, ძირითადად წინა საუკუნის როკი და ისეთი გოიმობები, წარსულ და კარგ დროს რომ მახსენებენ.
მუსიკის გარეშე სად შემიძლია...
მე ჩემი ფილოსოფია და სამყარო მაქვს. უფრო ხშირად იქ ვარ და ასეც მირჩევნია. სიზმრების სამყარო ხომ იმდენად ლამაზია...
ჩემი სამყარო მაინც ულამაზესია, ყველაზე მშვიდი და დრამატული...
ასე, რომ გეპატიჟებით ჩემთან, ჩემს სიზმრებში და გულში. იქ თქვენ ყველას გეყოფათ ადგილი...

სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ...
პ.ს. გთაგავთ ყველას

Monday, May 24, 2010

უდიდესი პატარა სიამოვნებები ანუ რა გახარებთ თქვენ?



თურმე ყველაზე სასიამოვნო ადამიანისთვის ძილი ყოფილა. ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.
მართლაც რა ჯობს ძილს აბა? ადამიანი 23 წელს ატარებს ძილში.

შემდეგი პატარა სიამოვნებაა საკუთარ ჯიბეში შემთხვევით ჩარჩენილი 10 ფუნტის აღმოჩენაა. მომხრე ვარ, ძალიან კარგი გრძნობაა. რამდენჯერ გამომიყენებია ასეთი ნაპოვნი ფული... ისე, სასურველია, სურათზე მითითებული თანხა ვიპოვო ერთხელ მაინც .
მესამე ადგილზეა საწოლში შეყვარებულთან ჩახუტება
ვეხუტები მხოლოდ სამუშაო დღეებში

მეოთხე ადგილზეა ცრემლის დენამდე სიცილი, აი, ასეთი
====>>
იცინეთ ხალხოოო
5 წუთიანი სიცილი 15 წუთიან ვარჯიშს ცვლის და ახანგრძლივებს სიცოცხლეს
მეხუთე ადგილზეა დიდ ხანს ლოგინში კოტრიალი.
ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ, არავის რომ არ შემოეჭამოთ.
ლოგინის სისუფთავე ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ეს პირობაა მეექვსე ადგილზე
ამას მოყვება მაღაზიებში სიარული და საჭირო ნივთების შეძენა მაღაზიებში ფასდაკლებით.
მეცხრეა თანამოსაუბრის სახეზე სიცილის
გამოწვევა.
ათეულს კი მოგონებებში ჩაძირვა და მათზე სიცილი ასრულებს.
მეთერთმეტეა მშობლებთან ერთად სადილი გამოსასვლელ დღეებში, მეთორმეტეზე_ სიამოვნება, რომელსაც ადამიანებს გარეგნობის გამო მიძღვნილი კომპლიმენტები ანიჭებენ. მეცამეტე ადგილი საწოლია, ოღონდ კარგ წიგნთან ერთად. მეთოთხმეტეა ზედმეტი წონის დაკარგვის გამო სიხარული.
სიამოვნებას შორისაა საწოლში მიტანილი მოულოდნელი საუზმე, დილაობით ადრე გაღვიძება სამსახურში წასასვლელად და უცებ იმის გახსენება, რომ დღეს დასვენების დღეა;
უცნობები, რომლებიც ქუჩაში გიღიმიან, ძველი ალბომების თვალიერება და პირველი თოვლიც კი.
ხანდახან სულ პატარა დეტალიც კი სიამოვნებაა

LinkWithin

Related Posts with Thumbnails

Intense Debate Comments